Thursday, October 30, 2008



Tuesday, October 14, 2008

თვალსაჩინოების პრინციპის რეალიზება ინფორმატიკის სასწავლო პროცესში



1. პროექტის სახელი: თვალსაჩინოების პრინციპის რეალიზება ინფორმატიკის სასწავლო პროცესში

2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეეები განიხილავენ ელექტრონული პროგრამების შექმნის საშუალებებს ინფორმატიკის კურსის სწავლების პროცესის დროს. სწავლების პროცესში დიდაქტიკური მასალების, თვალსაჩინოების, სავარჯიშო პროგრამების გამოყენებაs ისეთი ელექტრონული საშუალებებით, როგორიცაა: CD-DVD წამკითხავი, სასწავლო ტელევიზია, პერსონალური კომპიუტერი .


3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეეები შექმნიან ან მოიძიებენ სხვადასხვა სასწავლო კომპიუტერული პროგრამების პაკეტს, რომელიც განკუთვნილი იქნება სკოლის ინფორმატიკის სწავლებისათვის.

კომპიუტერი საშუალებას იძლევა მივიღოთ თვალსაჩინო, ცხადი და დამაჯერებელი ილუსტრაციები ყველა იმ მოვლენისა, რომელიც თან ერთვის ამა თუ იმ პროცესს. სასწავლო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება აღქმის პროცესის შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
პირველ რიგში უნდა მოხდეს თემისადმი მოსწავლის მოტივაციის ფორმირება. ამ პროცესში მთელი კლასი უნდა იყოს ჩაბმული და მართებული იქნება პედაგოგმა გამოიყენოს შესასწავლი თემიდან ყველაზე საინტერესო საილუსტრაციო კომპიუტერული მასალა. შემდგომ უნდა შესრულდეს შესასწავლი თემის თანამიმდევრული და ღრმა განხილვა. ამ დროს აუცილებელია საილუსტრაციო მასალის გამოყენება. აქ უპირატესობა სწორედ სასწავლო კომპიუტერულ პროგრამებს ენიჭებათ. ამასთანავე პროგრამულ უზრუნველყოფაში გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლის ინტერაქტიული ურთიერთობა შესასწავლ მასალასთან. ბოლოს უნდა შესრულდეს ათვისებული მასალის შემოწმება. პედაგოგი ამოწმებს არა მხოლოდ მასალის ზოგად შინაარსს, არამედ მოსწავლის უნარს მიღებული ინფორმაცია დაუკავშიროს სხვა შესწავლილ მეცნიერებებს და იგი (ახალი ინფორმაცია) შემოქმედებითი ამოცანების გადასაჭრელად გამოიყენოს.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები:X-XI-კლასებში: სლაიდ-შოუ, პრეზენტაცია, საიტი, ბლოგი, ელ.ჟურნალი;


5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე(ნებისმიერი 2 თვე სასწ. წლის განმავლობაში)

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ნახატების, ესეების კონკურსი; ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება, ინტერვიუები, დისკუსიები.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მთელი სკოლისთვის: თვალსაჩინოების პრინციპის რეალიზება ინფორმატიკის სასწავლო პროცესში. შემდეგი პორტალების გაცნობა და რომელიმეს სასწავლო პროცესში დანერგვა. www.olat.org, http://www.atutor.ca, www.claroline.net, http://www.dokeos.com, http://www.ilias.de, http://moodle.org, www.sakaiproject.org, http://www.docebo.org, http://dotlrn.org


8. სარგებელი სხვებისთვის: მოცემული საშუალებებით მოხდება დემონსტრირება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული სასწავლო კომპიუტერული კურსის შესწავლისათვის კომპიუტერული პროგრამების გამოყენება.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში:

კურსში მოცემული სასწავლო მასალის შინაარსი უნდა ემთხვეოდეს ეროვნულ სასწალო გეგმას, თუმცა გამდიდრებული უნდა იყოს გაცილებით მეტი ინფორმაციით, კონკრეტული მაგალითების ერთობლიობით და შესაბამისი კომენტარებით.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. პროექტის ფასილიტატორების სახელი: მაია ბაზღაძე

13. პროექტის ფასილიტატორების ელ.ფოსტა: bazgadze.maia@gmail.com

14. პროექტის ფორუმი: დისკუსია “Iearn” - ზე პროექტი: თვალსაჩინოების პრინციპის რეალიზება ინფორმატიკის სასწავლო პროცესში - http://foro.iearn.org/webx/.1ea08ca4/0

15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://informaticvisual.blogspot.com/

სკოლის სხვა პედაგოგების ბევ-გვერდები: http://natiasebiskveradze.blogspot.com,
http://gvancaiadze.blogspot.com/

სკოლების ბლოგები

http://matematika-eklesia.blogspot.com/

http://nakrdzali.blogspot.com/

http://samyarosgamosaxulebebi.blogspot.com